ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას შეთანხმების მიღწევამდე არ აპირებს

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს მანამ არ შეამსუბუქებს, სანამ სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონთან ახლოს, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე განუცხადა.

„მე არანაირ დათმობაზე არ წავალ, სანამ ისინი შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს. არა, ჩვენ არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მანამდე, საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“, წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებების დროს დათანხმდა ირანული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს და რამდენიმე ქალაქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები დაიწყო და სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები