ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ერთმანეთს სექსში ვერასოდეს შეეწყობიან

მერწყული – თევზები
მერწყულების უმრავლესობა ბუნებით ექსპერიმენტატორი და ახალ-ახალი, უჩვეულო შეგრძნებების მოყვარულია. თუმცა, მიუხედავად თავისი ვიზუალური მომხიბვლელობისა, როგორც ქალი ისე მამაკაცი მერწყული სექსში საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ჭირვეული პარტნიორი შეიძლება იყოს. ამიტომ მათი გამუდმებული სწრაფვა სიახლისა და ცვლილებებისკენ, ემოციურ და მგრძნობიარე თევზს შინაგან დისკომფორტს უქმნის. თევზები ბუნებით რომანტიკოსები და სათუთები არიან, მათთვის აუცილებელია პარტნიორთან ემოციური გახსნილობა და შეჩვევა. რის საშუალებასაც, როგორც წესი, მერწყული მათ ნაკლებად აძლევს. ამიტომ ამ ორის ინტიმურ სიახლოვეს ხშირ შემთხვევაში კრახი ემუქრება.

ტყუპი – თხის რქა
ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, ცვალებადი ხასიათითა და სიახლის სიყვარულით არიან გამორჩეული. როგორც წესი ისინი გამუდმებით დაეძებენ უფრო საინტერესო, უფრო ამოუცნობ ან უფრო მხიარულ პარტნიორს. რომელთანაც მოწყენა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ტიპური ტყუპი ნაკლებად შეიზღუდავს თავს ხანგრძლივი ურთიერთობით. რაც, რაღა თქმა უნდა, არანაირად არ მოეწონება დინჯ, გაწონასწორებულ და კონსერვატორულ თხის რქას. თხის რქის სექსუალური პოტენციალი ძალზე მაღალია, თუმცა მის ბოლომდე გახსნას და წარმოჩენას ჰაეროვანი და არამდგრადი ტყუპი ვერასოდეს შესძლებს. იმიტომ რომ სანამ თხის რქა “მოიქოქება”, ტყუპი მოწყენილობის გასაქარვებლად ახალ ინტერესის ობიექტს მოძებნის.

მორიელი – მშვილდოსანი
მორიელი საოცრად ღრმა, ემოციური და ვნებიანი ნიშანია. მისი გაგება ბევრს არ ხელეწიფება. მისი აგრესიული ნატურა მზადაა ყოველთვის იბრძოლოს ბოლომდე სასურველი მიზნის მისაღწევად. თუმცა მორიელს ბრძოლაზე მეტად ფლობა და მართვა უყვარს. იგი პირველ რიგში ერთგულებას აფასებს, რაც ნაკლებად გამოუვა მის პარტნიორ მშვილდოსანს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი თავქარიანი და არასტაბილური პარტნიორია. მას არ ესმის ხანგრძლივი, სერიოზული მიჯაჭვულობა ვინმეს მიმართ და ყოველთვის ცდილობს თავი აარიდოს პარტნიორს, რომელიც მისგან ამას ელის. გარდა ამისა, მორიელი მოთმინების უნარითა და გრძნობების ინტენსივობით გამოირჩევა; მაშინ როცა, მშვილდოსანი მალე აალდება და მალევე ქრება. ამ ორს შორის მოკლე რომანის გარდა, ნაკლებად არის მოსალოდნელი ხანგრძლივი სექსუალური თავსებადობა.

ლომი – ქალწული
ლომი მეფური ხასიათით იბადება. ამიტომ იგი საწოლშიც ისეთივე მეფე უნდა იყოს, როგორც ცხოვრებაში. მას უყვარს პარტნიორის მოხიბვლა და საჩუქრებით განებივრება, თუმცა თუ აღმოაჩენს, რომ იგი მეწვრილმანე და ხარბია მისი თავმოყვარეობა საშინლად ილახება. ქალწული ბუნებამ მერკანტილური ბუნებით დააჯილდოვა. იგი ყოველთვის შედეგზეა ორიენტირებული და ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს ცივ გონებას. მაშინ როცა, ლომი ბოლომდე ეძლევა ვნებას, ქალწული მოსალოდნელ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ფიქრობს ისე რომ, ამას არც მალავს ლომთან. ეს კი ლომის მეფური თავმოყვარეობის შეურაცხოფაა. გარდა ამისა, ქალწულის მანიაკალური მიდრეკილება ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი აკრიტიკოს, ლომს საერთოდ უკარგავს ამ უკანასკნელთან ფიზიკური სიახლოვის სურვილს. ერთის ცივი გონება და მეორის ცხელი გული იშვიათადაა კარგი ინტიმური თავსებადობის გარანტია.

კირჩხიბი – სასწორი
კირჩხიბების უმრავლესობა, როგორც წესი, საკუთარი ემოციების ცვალებადობაზე აგებს სექსუალურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, კირჩხიბი ამ კუთხით მხოლოდ მაშინ იხარჯება ბოლომდე, როცა თავს პარტნიორთან დაცულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. იგი ნაკლებად გაიზიარებს სასწორისთვის დამახასიათებელ სოციუმის სიყვარულსა და სურვილს მუდმივად იყოს ხალხში. ამგვარი ატმოსფერო კირჩხიბს ნერვოზულ მდგომარეობამდე მიიყვანს. ამის შემდეგ კი რომელ ვნებაზე და კარგ სექსზე შეიძლება საუბარი? ამასთან ერთად, სასწორის კომუნიკაბელურობა ბუნებით მესაკუთრე კირჩხიბს მუდმივად გაუჩენს იმის განცდას, რომ პარტნიორი მის მიმართ გულგრილი და ზედაპირულია. აქედან გამომდინარე, ამ ორის კავშირი ფიზიკური თავსებადობის კუთხით ნაკლებად იქნება მომგებიანი.

ვერძი – კურო
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხი ჯიუტი, პრინციპული და ლიდერული ხასიათით გამოირჩევა. მას მოსწონს იდუმალებით მოცული და ძნელად მოსახელთებელი პარტნიორი, რომელთანაც დროდადრო “კვამლის გამოშვების” საშუალებაც მიეცემა რაც, რაღა თქმა უნდა, ვნებიანი სასიყვარულო ღამით უნდა დასრულდეს. სტაბილურობის მოყვარულ, დინჯ კუროს კი ნაკლებად მოეწონება ვერძის ამგვარი ექსპერიმენტები. კურო მიწის ნიშანია, მისთვის დრო და კომფორტული ატმოსფეროა საჭირო, რომ პარტნიორთან ბოლომდე გაიხსნას. ვერძს კი როგორც წესი, მოკლევადიანი და მხურვალე რომანები ურჩევნია კუროსთვის მისაღებ ხანგრძლივ, სტაბილურ კავშირს. ამიტომ ამ წყვილში ღალატის კოეფიციენტი ძალზე მაღალია და მას ყოველთვის ვერძი იღებს საკუთარ თავზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები