ვახტანგ კაპანაძე ბერძენ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია, შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ბერძენმა კოლეგამ, გენერალმა მიხაილ კოსტარაკოსმა მიიღო. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებაზე გამახვილდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კოლეგას ბერძენი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა. საბერძნეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა ქართველ სტუმრებს საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი ასევე, საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ფოფი გენიმატას შეხვდა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს მიმართ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საუბარი შეეხო ასევე, უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები