მეწყრის შედეგად ნეპალში ორი ავტობუსი მდინარეში გადავარდა
მეწყრის შედეგად ნეპალში ორი ავტობუსი მდინარეში გადავარდა, რომლებშიც ჯამში 66 ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთ-ერთ ავტობუსში 24 ადამიანი, ხოლო მეორეში – 42 მგზავრი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათგან შვიდი ინდოეთის მოქალაქეა.
ადგილზე სამძებრო – სამაშველო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობას ის ართულებს, რომ სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზები მეწყრის გამო ჩახერგილია.