აინშტაინის იაპონური თავგადასავალი – უცნობი ამბავი გენიოსზე
ალბერტ აინშტაინის სახელი, რომელიც ფარდობითობის თეორიითა და თეორიულ ფიზიკაში შეტანილი წვლილით არის ცნობილი, დღესდღეობით, გენიოსის სინონიმი გახლავთ. მის შესახებ, ძირითადად, რაღაც ყველამ ვიცით, თუმცა აინშტაინის ცხოვრების ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი პერიოდი იაპონიას უკავშირდება. ეს იყო მოგზაურობა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა დიდ ფიზიკოსზე და რასაკვირველია, მათზეც, ვისაც ის შეხვდა.
1922 წელს ფოტოელექტრული ეფექტის განსაზღვრისთვის ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, აინშტაინმა იაპონიიდან მოწვევა მიიღო. იმ დროს იაპონიას დასავლელ ინტელექტუალებთან ურთიერთობების გამყარება სურდა. მოწვევა მოვიდა Kaizo-sha-სგან, საგამომცემლო კომპანიისგან, რომელიც სამეცნიერო აზროვნების ხელშეწყობაზე იყო ორიენტირებული. აინშტაინი მოწვევას დათანხმდა. ის ამას განიხილავდა, როგორც შესაძლებლობას, შეესწავლა კულტურა, რომლითაც შორიდან აღფრთოვანებული იყო.
აინშტაინი საფრანგეთიდან, მარსელიდან გაფრინდა მეუღლესთან, ელზასთან ერთად. მათი მოგზაურობა სავსე იყო გაჩერებით, მათ შორის, კოლომბოში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და შანხაიში, რასაც აინშტაინისთვის აზიური განწყობა უკვე შეექმნა. 1922 წლის 17 ნოემბერს აინშტაინები ჩავიდნენ კობეში, იაპონიაში, სადაც გმირს ელოდებოდნენ. იაპონური პრესა და საზოგადოება უნდა შეხვედროდა იმ ადამიანს, რომლის თეორიებმა მეცნიერებაში რევოლუცია მოახდინა.
აინშტაინის განრიგი იაპონიაში სავსე იყო ლექციებით, შეხვედრებითა და სოციალური ღონისძიებებით. მან წაიკითხა ლექციების სერია ფარდობითობის შესახებ სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, ტოკიოს უნივერსიტეტში. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, აინშტაინის ლექციები კარგად მიიღეს – მისმა იდეებმა დიდი ინტერესი გამოიწვია იაპონელ ინტელექტუალებსა და სტუდენტებში.
თუმცა, ალბერტისთვის ყველაზე მეტად გამორჩეული იაპონური კულტურა გახლდათ. მას უკვირდა თავაზიანობა, უბრალოება და პატივისცემის ღრმა გრძნობა, რომლითაც იაპონიის საზოგადოება იყო გაჟღენთილი. თავის მოგზაურობის დღიურში აინშტაინმა აღნიშნავდა, რომ აღფრთოვანებული იყო იაპონური ხელოვნების, არქიტექტურისა და ქვეყნის ბუნებრივი სილამაზის გამო. მან საკუთარი ძალები ტრადიციულ იაპონურ კალიგრაფიაშიც კი სცადა. ეს ჟესტი მასპინძლებს კიდევ უფრო მოეწონათ.
აინშტაინის იაპონური მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი და ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი მოიცავდა მის შეხვედრას გეიშას კულტურასთან. კიოტოში აინშტაინი ტრადიციულ იაპონურ ბანკეტზე მიიწვიეს, სადაც საღამოს გეიშა უძღვებოდა. ღრმად დაინტერესებული გენიოსი ესაუბრა გეიშას, გაეცნო მათ ხელოვნებასა და ცხოვრების წესს. თავის მხრივ, გეიშაც მოხიბლული იყო მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით.
იაპონიაში ყოფნის დროს აინშტაინი ძლივს გადაურჩა მნიშვნელოვან საფრთხეს. 1923 წლის 1-ელ სექტემბერს ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისძვრა მოხდა, რამაც, ყველაფერთან ერთად, ადამიანური მსხვერპლიც გამოიწვია. საბედნიეროდ, აინშტაინმა ტოკიო მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. ამ ტრაგედიამ მასზე მაინც დიდი გავლენა მოახდინა და მოგვიანებით, გამოხატა მწუხარება მსხვერპლებისა და მათი ოჯახების გამო.
იაპონიაში გატარებულმა დრომ მასზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა. ის ხშირად საუბრობდა სითბოს და სტუმართმოყვარეობის და ღრმა კულტურული გაცვლის შესახებ.
აინშტაინის იაპონიიდან წასვლა ისეთივე გრანდიოზული იყო, როგორც მისი ჩამოსვლა. ფიზიკოსმა ქვეყანა დატოვა 1922 წლის 29 დეკემბერს, მდიდარი გამოცდილებითა და მოგონებებით. მისი ვიზიტის გავლენა იაპონიაში დიდი ხსნის შემდეგაც იგრძნობოდა. გენიოსის სტუმრობამ ბევრი სტუდენტი შთააგონა, ფიზიკა შეესწავლა.