“უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა, ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ” – დიდი ბრიტანეთის პრემიერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
სტარმერის შეფასებით,
უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა, ყველაზე ამაზრზენი ქმედება.
„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა. ყველაზე ამაზრზენი ქმედება. ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ – ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება“, – წერს კირ სტარმერი X-ზე.
ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.