რუსეთის ინტენსიური იერიშის შედეგად, უკრაინაში, მინიმუმ, 23 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 23 მოქალაქე გარდაიცვალა.

ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთმა უკრაინული ქალაქების მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაისროლა.

სულ ცოტა ხნის წინ კი, ოკუპანტებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს – გარდაიცვალა მინიმუმ 5 და დაშავდა 11 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იმყოფებიან ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები