ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის, აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიულ დონემდე აიყვანოს

FILE PHOTO: Armenian Prime Minister Nikol Pashinyan addresses parliament following an escalation in hostilities over the Nagorno-Karabakh region along the border of Armenia with Azerbaijan, in Yerevan, Armenia, September 13, 2022. Tigran Mehrabyan/PAN Photo via REUTERS /File Photo

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა, სადაც ფაშანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის, აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიულ დონემდე აიყვანოს.

„მოხარული ვარ დავაფიქსირო ჩვენი ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი, ეკონომიკის გაძლიერებისა და ენერგეტიკული მდგრადობისადმი, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლისადმი, უსაფრთხოებისადმი, რათა ეს და სხვა სფეროები ასახულიყო კონცეფციაში, რომელიც სომხეთსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ დიალოგს სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანდა.

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ის როლს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში და აფასებს ამერიკის მხარდაჭერას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების ურღვეობის საქმეში.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დავადასტურო სომხეთის ერთგულება სამშვიდობო დღის წესრიგისადმი და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი პარტნიორობა ამ კრიტიკულ დროს ხელს შეუწყობს მშვიდობიანი და უფრო აყვავებული მომავლის მშენებლობას ჩვენი ორი ქვეყნისა და რეგიონისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ თქვენ და აშშ-ის მეგობარ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას“, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები