სამხრეთ ინგლისში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

სამხრეთ ინგლისში, ბედფორდთან ახლოს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები, – ამის შესახებ გაზეთი Telegraph-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ბედფორდთან ახლოს ორი მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი მგზავრები მძიმედ დაშავდნენ“, – წერს გამოცემა.

ორივე მატარებელი ლონდონის მიმართულებით მიემგზავრებოდა, ერთი ნოტინჰემიდან, ხოლო მეორე კორბიდან. კორბიდან მომავალი მატარებელი, სავარაუდოდ, ნოტინჰემიდან მომავალი მატარებლის უკანა ნაწილს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები