აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომავალ კვირას ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს ეწვევა, – ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„რუბიო მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობას გეგმავს: ამჟამად, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში“, – დაწერა რავიდმა სოციალურ ქსელში.
აღნიშნულია, რომ მოგზაურობა შესაძლოა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ფონზე განხორციელდეს.