თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე ამოუცნობი დრონი იპოვეს

თურქეთის ბარტინის პროვინციაში, შავი ზღვის სანაპიროზე ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და ექსპერტები მის წარმომავლობას იკვლევენ, – ამის შესახებ გაზეთი „Sözçu“ იტყობინება.

„შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე ჟანდარმერიის თანამშრომლები და ბომბების გაუვნებელყოფის ექსპერტები გაგზავნეს. მოხდება აღმოჩენილი დრონის შემოწმება“, – წერს გამოცემა.

როგორც თურქული მედია აღნიშნავს, დაზიანებული უპილოტო საფრენი აპარატი ამასრას რაიონში, ჩაკრაზის სანაპიროზე, მას შემდეგ იპოვეს, რაც ტალღებმა ნაპირზე გამორიყა.

თვითმხილველებმა აღმოჩენის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურს აცნობეს.

საწყისი შემოწმების დროს დრონის წარმომავლობის დადგენა შეუძლებელი გახდა.

მედიის ცნობით, მოწყობილობა ჩამორთმეულია და ანკარაში გაიგზავნება დეტალური ტექნიკური შემოწმებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები