ლევან მაჭავარიანი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას აფასებს.

„რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რა თქმა უნდა, პირადი კონსულტაციები უნდა გამართულიყო. თუმცა, აქაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უშუალოდ თავისი ლიდერები მიმართაც“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები