ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.