ირაკლი კობახიძე – საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი

მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად სასკოლო ფორმების ინიციატივა ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.

„ზოგადად, ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები