ისრაელის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელში, ქალაქ ქარმიელის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაკავებულია.

პოლიციის განცხადებით, ეს სავარაუდო ტერაქტი იყო. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ამასთან, პალესტინის ისლამური „ჯიჰადი” მომხდარს სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ეხმაურება და “გმირულ ოპერაციას” უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები