შსს-ში ნატოს შემფასებელთა მისიასთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

 

  ნატოს შემფასებელთა მისიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) უწყების კომპეტენციით განსაზღვრული საკითხების შესრულების შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართა. შემფასებელთა დელეგაციას ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საერთაშორისო-სასაზღვრო თანამშრომლობის სამსახურის, კადრების სამმართველოს, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოსა და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნატოს შემფასებელთა მისიამ აგრეთვე გამართა ორმხრივი შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილთან. მხარეებმა განიხილეს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმა, ასევე ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესის შესახებ. შეხვედრის ბოლოს დადებითი შეფასება მიეცა დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მიმდინარეობისას (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში (ANP) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები