სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებისთვის სემინარი გაიმართა

 

    გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრები გრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებმა სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებისთვის სემინარი გამართა.
ორი დღის განმავლობაში მომხსენებლებმა სერჟანტებს ნატოსა და ევროკავშირის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სემინარის დასრულების შემდეგ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მედულაშვილმა სერჟანტებს სერთიფიკატები გადასცა და სამხედრო საქმეში წარმატებები უსურვა.
სემინარი ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა. ლექციებს ასეულის, ბატალიონისა და ბატალიონის შტაბის დონის, ასევე გენერალური შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტის 32 სერჟანტი დაესწრო. აღნიშნული კურსი სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები