უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს აქვს იმუნიტეტი მხოლოდ “ოფიციალური ქმედებებისთვის”

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ექსპრეზიდენტებზე აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა, იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.

„პრეზიდენტი ვერ ისარგებლებს იმუნიტეტით არაოფიციალურ ქმედებებზე და ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ოფიციალურ ქმედებას არ წარმოადგენს. პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლე ჯონ რობერტსმა.

უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები