იზმირში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 63 კი დაშავდა

თურქეთში, ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა.

როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, აფეთქება სავარაუდოდ პროპანის ავზმა გამოიწვია.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც, შესაძლოა ინციდენტზე იყოს პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები