უკრაინამ ევროკომისიას აცნობა, რომ პოლონეთმა სატვირთო მანქანების უნებართვო გავლა შეაჩერა

უკრაინამ ევროკომისიას აცნობა, რომ პოლონეთმა შეაჩერა უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვა.

“უკრაინელ გადამზიდველებს ნებართვა არ სჭირდებათ. ამის შესახებ პოლონურმა მხარემ იცის, პირველ რიგში, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. პოლონურ მხარეს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა სხვა წევრ ქვეყანას, ეცნობა უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განახლების შესახებ. ახლა ეს მხოლოდ პოლონური მხარის შიდა კომუნიკაციის საკითხია“, – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სერგეი დერკაჩმა.

„ჩვენ ასევე ვაცნობეთ ევროკომისიას სატვირთო მანქანების გადაადგილების შეჩერების შესახებ. ევროკომისიამ უკვე იცის ვითარების შესახებ და ასევე ცდილობს პრობლემის გადაჭრას“, – აღნიშნა დერკაჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები