“მსოფლიოს აქვს საიმისო ძალა, რომ აიძულოს რუსეთი, იყოს მშვიდობა” – ზელენსკი

“რაც უფრო მალე დაგვეხმარება მსოფლიო რუსულ სამხედრო თვითმფრინავებთან, რომლებიც აქ გვბომბავენ, მით უფრო მალე შევძლებთ დარტყმას, საკმაოდ სამართლიანად, რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო აეროდრომებზე; მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

“მსოფლიოს აქვს საიმისო ძალა, აიძულოს რუსეთი, იყოს მშვიდობა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი პარტნიორების მონდომება ნამდვილად გვეხმარება. ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას უახლოეს კვირებში, რათა მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები