ავსტრიის, უნგრეთისა და ჩეხეთის მემარჯვენე პარტიებს ევროპარლამენტში ახალი ჯგუფის შექმნა სურთ

ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის,ორბანის მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიასა და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბაბიშის პოპულისტურ პარტიას სურთ, ევროპარლამენტში ახალი ჯგუფი, “პატრიოტები ევროპისთვის” შექმნან.

ამის შესახებ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ბრიფინგზე სამი პარტიის ლიდერმა ხელი მოაწერა პატრიოტულ მანიფესტს, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის საფუძველი უნდა გახდეს.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ახალი პლატფორმისა და ახალი ფრაქციის გაშვებაზე. მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ახლა ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს და სხვა პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები