„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთში პარტიის ოფისი დაარბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთში რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს.

როგორც ენმ-ის ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა განაცხადა, ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრების მინები.

„მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგი მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შედეგად დაიმსხვრა ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული“, – აღნიშნა ხომერიკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები