ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა – საჯარო გამოსვლის ხელოვნება“. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართული იყვნენ ინტენსიურ სასწავლო პროცესში, რომლის ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა და განევითარებინათ პრაქტიკული უნარები საჯარო გამოსვლასა და ეფექტურ კომუნიკაციაში.

“ტრენინგების სერია მოიცავდა შემდეგ თემებს: რიტორიკის საფუძვლები – ანტიკურიდან თანამედროვეობამდე; ქართული ორატორული ხელოვნება და მისი მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში; სხეულის ენა და მისი როლი ეფექტურ კომუნიკაციაში. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მათი ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერა და საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება.

ტრენინგ-კურსს უძღვებოდა თინი ხუციშვილი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები