გოგი მეშველიანი სოფელ გომარეთში სახალხო ზეიმს, “გომარეთობას” დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში სახალხო დღესასწაულს „გომარეთობას“ დაესწრო.

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში სახალხო ზეიმი, გომარეთობა აღინიშნა.

„ მთელი გულით ვულოცავ ულამაზესი სოფლის მოსახლეობას დღესასწაულს. მუდამ საზეიმო განწყობა და ხალისიანი დღეები ჰქონდეთ. გომარლებს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები,ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად დღესასწაული მუსიკალურად გააფორმა ლეგენდარულმა ანსამბლმა „ ქართული ხმები“ . მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს კი მერიის სახელით სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

გამოვლინდნენ საპატიო გომარეთელები. პარლამენტის წევრმა სიმბოლური საჩუქარები გადასცა ქალბატონ მზია ჭალიძეს, რომელიც წლებია შრომობს სოფელში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის.

„გომარეთობა“ ყოველ სულთმოფენობას იმართება . ეს არის ძალიან ლამაზი ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან აღინიშნება და მისი, როგორც სახალხო დღესასწაულის განახლება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსს, დიონისე გვიმრაძეს დამსახურებაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები