დღეს სოფელ გომარეთში, ტრადიციულად, სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა

დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა – გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილმა, მეუფე ზენონმა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
გომარეთის კულტურის სახლთან ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მიერ ღონისძიება გაიმართა.
პარალელურად, მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის” ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს კი მერიის სახელით სიმბოლური პრიზები გადაეცათ. სიმბოლური საჩუქრები ასევე საპატიო გომარეთელებს გადაეცათ.
სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „გომარეთობა” სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან 50-ე დღეს ემთხვევა. მისი, როგორც სახალხო დღესასწაულის განახლება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსს, დიონისე გვიმრაძეს
უკავშირდება და 2017 წლიდან აღინიშნება. ტრადიციული დღესასწაულის არსი სოფელ გომარეთის, როგორც ერთ-ერთი ძველი დასახლებული პუნქტის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დაცვა-აღორძინებაზე ზრუნვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები