“დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება სოფელ ნატანებში” – ავთანდილ თალაკვაძე

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ ნატანებში ჯაფარეული-ახალშენის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 4 900 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და გაბიონები.

მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ გურიის მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასა და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„საზოგადოებას დავპირდით და ვასრულებთ პირობას – დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება სოფელ ნატანებში. ჯაფარეული – ახალშენის გზის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დავასრულებთ. პროექტის ბიუჯეტი 2 467 933 ლარს შეადგენს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები