სამტრედიაში სრულად რეაბილიტირებული ,,მომავლის პარკი” საზეიმოდ გაიხსნა

სამტრედიაში მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ,,მომავლის პარკი.”

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

განახლდა დეკორატიული ღობეები, შეიცვალა ფილები და ბილიკები, კეთილმოეწყო მოსასვენებელი სივრცეები. საინტერესო სიახლეა სიცილის ოთახი, რომელიც დეკორატიულ შენობაში განთავსდა. მოეწყო მოსასვენებელი ფანჩატური, სადაც ხელმისაწვდომია საინფორმაციო მემორიალური დაფა სამტრედიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები, გამოჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციით. დეკორატიული ფიგურებით და ღამის განათებით მოეწყო ხეივანი.

“მიხარია, რომ ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაემთხვა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სარეკრეაციო ზონის გახსნა. ვფიქრობთ, ასეთი პროექტები მოსახლეობის მოთხოვნებსა საჭიროებებზეა გათვლილი. ,,მომავლის პარკის” განახლებული სივრცე ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი და მორგებული”, – აცხადებს დავით ბახტაძე.

,,მომავლის პარკის” მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

პატარებისთვის გაიმართა გასართობი შოუ პროგრამა ანიმატორების ჩართულობით.

დღის კულმინაცია კი საქართველო-ჩეხეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია იყო, რომელსაც ქომაგებმა ერთად უგულშემატკივრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები