დეკანოზი დავითი: ხელისუფლება ბოლო დროს პოზიტიურ აქტივობებს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ღირსების, ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრებისთვის
“დღეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება ბოლო დროს პოზიტიურ აქტივობებს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ღირსების, ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრებისთვის”, – ამის შესახებ დეკანოზმა დავითმა ისაუბრა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერნი ვართ და ვლოცავთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს შეეწევა და თავისი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ბუნებრივი განვითარების კალაპოტში დაბრუნებას უწყობს და შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა დეკანოზმა.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატებმა მხარი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
იურიდიული კომიტეტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის ემზადება.