ვოლკერ თურკი: დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, სიტუაცია მკვეთრად უარესდება

დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, სიტუაცია მკვეთრად უარესდება, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურკმა განაცხადა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე 528 პალესტინელი, მათ შორის 133 ბავშვი დაიღუპა.

მისივე თქმით, ის შეძრწუნებულია ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები