ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში ჩავიდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება, 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

”მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველასთვის: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების და ყველა დეპორტირებული პირის, განსაკუთრებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების, დაბრუნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, 15-16 ივნისს შვეიცარია მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს,მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების – დონეზე იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები