მსოფლიო ლიდერები უკრაინის სამიტს უერთდებიან, რათა კიევის დიპლომატიური გავლენა გამოცადონ

მსოფლიო ლიდერები შაბათს შვეიცარიაში იკრიბებიან სამიტზე, რომლის მიზანია ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რომ მან დაასრულოს ომი უკრაინაში, მაგრამ სამიტზე მოსკოვის ძლიერი მოკავშირეების არარსებობა, როგორიცაა ჩინეთი, შეამსუბუქებს მის პოტენციურ გავლენას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.

სამიტში უკრაინის ათობით მოკავშირე მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ჩინეთი თავს იკავებს მონაწილეობისგან მას შემდეგ, რაც რუსეთს მონაწილეობის უფლება შეუჩერეს, იმ საფუძველზე, რომ მან ამ ღონისძიებას დროის ფუჭი კარგვა უწოდა და არ იყო მასში დაინტერესებული.

როგორც Reuters-ი წერს ჩინეთის გარეშე მოსკოვის იზოლაციის იმედი გაქრა, ხოლო ბოლოდროინდელმა სამხედრო წარუმატებლობამ კიევში ჩიხში შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები