ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი შეხვდება მეფე ფილიპს, პრემიერმინისტრ ალექსანდრე დე კროოს და თავდაცვის მინისტრ ლუდივინ დედონდერს.

შეხვედრების მთავარ თემებს შორისაა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა, ასევე, F-16 მოიერიშე თვითმფრინავები.

ამასთან, დაგეგმილია ავიაბაზაზე პრეზიდენტის ვიზიტი, სადაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე გადიან წვრთნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები