ორბანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთთან ომისთვის ემზადებიან

დასავლელი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების განცხადებები მიანიშნებს, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში თქვა.

“ორი მსოფლიო ომის წინ, მედიაში დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მზადება ომისთვის. ვფიქრობ, ის, რაც დღეს ბრიუსელსა და ვაშინგტონში ხდება, უფრო მეტად ბრიუსელში, ერთგვარად განწყობების მომზადებაა შესაძლო კონფლიქტისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, მიდის მომზადება ევროპის კონფლიქტში ჩართვისთვის. ეს ხდება მედიაში და პოლიტიკოსების განცხადებებში”,- თქვა ორბანმა.

მისივე თქმით, ის არ ფიქრობს, რომ რუსეთი, შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანას დაესხას თავს, ხოლო საუბრები “რუსეთის საფრთხის შესახებ” – დასავლეთის ტაქტიკაა ომისთვის მზადების წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები