ლევან მახაშვილი – დიდ ბრიტანეთზე: ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ
“ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკური არეულობის დროს, ცდილობს საკუთარი დემოკრატიის, საარჩევნო პროცესების, პოლიტიკის, ეკონომიკის დაცვას.
„ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკური არეულობის დროს, ცდილობს საკუთარი დემოკრატიის, საარჩევნო პროცესების, პოლიტიკის, ეკონომიკის დაცვას. იმავეს აკეთებს საქართველოც, მაგრამ ასევე კარგად ხედავს იმ ორმაგ სტანდარტს, ორმაგ დამოკიდებულებას ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომლებიც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც რუსული კანონების ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ.
ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს აკრიტიკებდნენ სრულიად უსაფუძვლოდ“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.