“ჩრდილოეთ საზღვრებზე უსაფრთხოების აღდგენის მოულოდნელი გეგმები გვაქვს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრებზე უსაფრთხოების აღდგენის “მოულოდნელი გეგმები” გვაქვს, რათა მოხდეს ევაკუირებული მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნება.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიის ჩრდილოეთის სარდლობაში ვიზიტის დროს განაცხადა.
“გვაქვს დაწვრილებითი, მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გეგმებიც კი. მაგრამ მტერს ამ გეგმებს არ გავუზიარებთ, რომელთა მიზანია – ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღდგენა და სახლებში ხალხის დაბრუნება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ამოცანები ერთად შევასრულოთ”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელელი სამხედროები “ჩრდილოეთის ფრონტზე მუდმივად მოქმედებენ”.
“ამ დროისთვის “ჰეზბოლას” ასობით მებრძოლი გვყავს ლიკვიდირებული”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.