უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა კიდევ ერთი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს არის მეექვსე თვითმფრინავი, რომელიც ბრიგადამ ბოლო კვირებში ჩამოაგდო.

„გუშინ ჩვენმა ბიჭებმა დონბასის სტეპებზე მტრის „სუ-25“ გააჩერეს, ეს ერთი. დღეს კი 110-ე მექანიზებული ბრიგადის სნაიპერმა კიდევ ერთი „სუ“ ჩამოაგდო, ესეც მეორე“, – ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები