უნგრეთი ჰააგის პროკურორის ინიციატივას უგულებელყოფს და ნეთანიაჰუს არ დააკავებს

უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ დააკავებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თავის ტერიტორიაზე, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი დაკავების ორდერს გამოსცემს.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგ გუიაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უნგრეთმა ხელი მოაწერა რომის სტატუტს და მისი რატიფიცირება მოახდინა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დააარსა, თუმცა გუიაშმა აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს სრული დებულებები სასამართლოს გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები