ხარკოვის დღევანდელი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხარკოვის მიმართულებით, სულ მცირე, 10 რაკეტა ისროლეს.

ამის შესახებ საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანია დაღუპული, 11 დაშავდა.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, სარაკეტო იერიში საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობის გამო გახდა შესაძლებელი.

“ტერორი ყველგან უნდა დამარცხდეს – ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ კონტინენტზე და ეს ჩვენი საერთო ვალდებულებაა, ყველასი მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, სიცოცხლე ტერორისაგან დაიცვას. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. მაგრამ მეტი გამბედაობაა საჭირო, სწორედ მსოფლიო ლიდერების მხრიდან”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები