აშშ-ში უარყოფენ, რომ პოლონეთთან ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვარშავასთან პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

ამის შესახებ Onet-ი წერს.

კირბიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თქვა, რომ ქვეყანამ მზად არის, ნატოს პროგრამა Nuclear Sharing-ის ფარგლებში ქვეყანაში ბირთვული იარაღი განათავსოს.

“არ გვაქვს საუბრები Nuclear Sharing-ის პროგრამაზე. არაფერი მაქვს სათქმელი, მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ, არც პოლიტიკაში გვაქვს რაიმე ცვლილება”, – თქვა მან.

Nuclear Sharing-ის ფარგლებში, ამერიკული ბირთვული იარაღი გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, იტალიის და თურქეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები