რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე თაღლითობის საქმის ფარგლებში დააკავეს

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი დააკავეს.

ამის შესახებ რუსული მედია ძალოვან უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ დაკავება თაღლითობის საქმის ფარგლებში მოხდა.

მანამდე, შამარინის ოფისსა და სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები