ბიშკეკის მერიის თანამშრომლებს კვირაში ორჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დაევალათ

ყირგიზეთის დედაქალაქის მერმა, აიბეკ ჯუნაშალიევმა დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, მერიის თანამშრომლებს კვირაში ორჯერ ეკრძალებათ საკუთარი ავტომობილებით სარგებლობა.

ინფორმაცია ყირგიზეთის მედიას მერიაში დაუდასტურეს.

დოკუმენტის მიხედვით, მერიის თანამშრომლებს ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოუწევთ, რომლის დროსაც მოხდება მონიტორინგი, თუ როგორ ასრულებენ მძღოლები სანიტარიულ ნორმებს, მომსახურების ხარისხს და გადახდის საშუალებებს იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები