Spiegel: გერმანიაში აცხადებენ, რომ პალესტინის აღიარება მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ იქნება შესაძლებელი
გერმანიას პალესტინისა სახელმწიფოს აღიარებას მას შემდეგ სურს, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნაზე იქნება დაფუძნებული.
ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
“გერმანიამ პალესტინის აღიარების საკითხი ერთობლივი ევროპული ინიციატივის ფარგლებში უნდა განიხილოს, იმ პირობით, რომ მძევლები გათავისუფლდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მიღწეული”,- განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა, იზაბელ კადემარტორიმ.
მისი განმარტებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება შესაძლოა, გახდეს პირველი ნაბიჯი ახლოა აღმოსავლეთის კონფლიქტის ხანგრძლივი პოლიტიკური გადაწყვეტის გზაზე, რომლის მიზანია – ისრაელის მშვიდობიანი თანაცხოვრება პალესტინის სახელმწიფოსთან, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებას არ ემუქრება.
ამავე დროს, კადემარტორის თანაპარტიელმა საერთაშორისო საკითხებში, მიხაელ როთმა განაცხადა, რომ პალესტინის აღიარება შესაძლოა, იყოს “არასწორის სიგნალის მიმცემი არახელსაყრელ დროს”.