“იბრაჰიმ რაისისთვის მგზნებარე იყო სომხეთის საზღვრების საკითხი” – ირანის აიათოლა ალი ხამენეი
ირანის პრეზიდენტისთვის, იბრაჰიმ რაისისთვის სომხეთის საზღვრების პრობლემა მგრძნობიარე იყო, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ თეირანში სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მგზნებარე და ყურადღებიანი დამოკიდებულება უნდა შენარჩუნდეს.
ხამენეიმ აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის გაფართოების და განმტკიცების პოლიტიკა მოჰამად მოჰბერის მმართველობის პერიოდში გაგრძელდება.
“სომხეთ-ირანის ურთიერთობას მოწინააღმდეგეები ჰყავს, ამიტომ კითხვები, რომლებიც ორივე ქვეყანას შეეხება, დიდი მოწიწებით არის განსახორციელებელი”,- განაცხადა ალი ხამენეიმ.