დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთმა რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გაგზავნა დაიწყო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გრანტ შეპსი აცხადებს, რომ ჩინეთმა რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გაგზავნა დაიწყო.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გვაქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი და ჩინეთი საბრძოლო შეიარაღების სფეროში თანამშრომლობენ. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა გამოაქვეყნებს მონაცემებს, რომ ჩინეთიდან რუსეთში და შემდგომ უკრაინაში ლეტალური დახმარება მიემართება”,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, პეკინსა და მოსკოვს შორის ტვირთბრუნვა 65%-ით გაიზარდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ “აქ საუბარია გაცილებით მჭიდრო ურთიერთობაზე”.