“რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია” – სლოვაკეთის ვიცეპრემიერი

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წუთებში სამედიცინო კონსილიუმი მიმდინარეობს, თუმცა, უახლოეს დღეებში  სხვა კლინიკაში პრემიერის  გადაყვანის საკითხი არ დადგება, ის ქალაქ ბანსკა- ბისტრიცას საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას.

რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს, მთავრობის გასვლითი სხდომის დროს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები