ისრაელმა ირლანდიიდან, ესპანეთიდან და ნორვეგიიდან კონსულტაციებისთვის ელჩები გაიწვია

ისრაელმა ისლანდიიდან, ესპანეთიდან და ნორვეგიიდან კონსულტაციებისთვის ელჩები გამოიწვია.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ 28 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.

ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

კაცმა გააკრიტიკა პალესტინის აღიარება ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის ფონზე.

დიპლომატის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება “მსოფლიოში ყველა პალესტინელს მესიჯს უგზავნის, რომ ტერორიზმი მომგებიანია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები