ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს 28 მაისს აღიარებენ
ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს 28 მაისს აღიარებენ.
შესაბამისი განცხადებები ქვეყნის პირველმა პირებმა გააკეთეს.
ირლანდიის და ესპანეთის პრემიერებმა, საიმონ ხარისმა და პედრო სანჩესმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფო აღიარებენ.
“დღეს ჩვენ, ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი ვაცხადებთ, რომ პალესტინის სახელმწიფოს ვაღიარებთ. თითოეული ჩვენგანი გადადგამს საჭირო ეროვნულ ნაბიჯს გადაწყვეტილების რეალიზებისთვის”,- განაცხადა საიმონ ხარისმა პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნული ფაქტს “ისტორიული მოვლენა უწოდა ირლანდიისა და პალესტინისთვის”. მისი თქმით, ნაბიჯის მიზანი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებაა ორი სახელმწიფოს შექმნის გზით.
2024 წლის აპრილის ბოლოსთვის პალესტინა სახელმწიფოდ გაეროს 193 წევრისგან 139-ს აქვს აღიარებული.