საფრანგეთის პრეზიდენტი ახალ კალედონიაში მიემგზავრება
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში გაფრინდა, სადაც კვირაზე მეტია, არის არეულობა, აქტივისტების ცეცხლს შენობებს უკიდებენ, ასევე, არის მკვლელობები.
პარალელურად, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ნუმეადან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
მაკრონი ადგილობრივ ჩინოვნიკებს, პოლიტიკოსებს და თემთა წარმომადგენლებს შეხვდება და განიხილავს დანგრეულის აღდგენის საკითხებს, ასევე, მათთან დიალოგის დამყარებას შეეცდება.
“პრეზიდენტი ახალი კალედონიის ყველა ძალასთან გამართავს კონსულტაციებს. მიზანია- აღდგენა. ასევე, პრეზიდენტი მიფრინავს, რომ დიალოგი აღადგინოს”,ბ- განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა.