თეირანში ირანის პრეზიდენტის სამგლოვიარო ცერემონიას “ჰამასის” და “ჰეზბოლას” წარმომადგენლები დაესწრნენ

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და ავიაკატასტროფის შედეგად სხვა დაღუპულთა სამგლოვიარო ცერემონიას თეირანში ირანისა და რეგიონის ოფიციალური პირები დაესწრნენ, მათ შორის “ჰამასის” ოფიციალური პირი და “ჰეზბოლას” ლიდერის მოადგილე იყო.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ლოცვა აღასრულა.

იბრაჰიმ რაისის ხვალ, 23 მაისს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები